- Advertisement -

სამტრედიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ლოკაციები მოინახულეს

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, სამტრედიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია მიქელაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ ტოლების, გომის და ბაშის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიებზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტურქტურული ობიექტები დაათვალიერეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.

უხვმა ნალექმა დააზიანა ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ხევისწყლის ჯებირი. აღნიშნულ მდინარეზე შეფერხდა ნაპირსამაგრი სამუშაოების მიდმინარეობა.საფრთხე ექმნება, ასევე გადამცემი ანძის დაზიანებას.
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გომის თემში, ნადირაძეების უბანში, წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერის მიერ დაზიანებული ლოკაციები დაათვალიერეს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, უახლოეს ხანში შესაძლებლობის ფარგლებში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები გატარდება.

Comments
Loading...