- Advertisement -

სამტრედიის №12საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ისტორიული სტატუსის მინიჭებას ითხოვს

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ალეკო თევზაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამტრედიის №12 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. 

მე-12 საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის, აქედან გამომდინარე სკოლის ადმინისტრაცია ისტორიული სტატუსის მინიჭებას ითხოვს. 

1870 წელს კავკასიის სარკინიგზო ტრანსპორტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სამტრედიაში აშენდა საორთქმავლო დეპო და საერთო საცხოვრებელი მუშა-მოსამსახურეებისთვის. ჩამოსახლებული ოჯახის ბავშვებისთვის საჭირო გახდა სკოლის დაარსება. 

1894 წ. გაიხსნა ვაჟთა სკოლა, რომელმაც პირველი მოსწავლეები ამავე წლის 2 ოქტომბერს მიიღო.1933 წელს სკოლა ქალთა საშუალო სკოლად გადაკეთდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და პირადად გაესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას.

Comments
Loading...