- Advertisement -

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი: ბორჯომის ტყეში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის კახა გაზდელიანის განცხადებით, ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია.  

"სრული პასუხისმგებლობით გეტყვით რომ ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ასევე სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს. ცეცხლის გავრცელების ან ხელახლა გაჩენის სადიშროება ადგილზე აღარ არსებობს. დაახლოებით ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე იწვოდა ბუჩქები და ხმელი ხის ტოტები".

Comments
Loading...