- Advertisement -

სამცხე-ჯავახეთის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას იწყებს

სამცხე-ჯავახეთის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას იწყებს. ჯგუფის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა, უკვე გამართეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე უძღვებოდა.

აღნიშნული ჯგუფი, სადაც გუბერნატორის და მერების მოადგილეები, ასევე მუნიციპალიტეტების ეკონომიკისა და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები არიან წარმოდგენილი, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ადამიანური რესურსის, ასევე სხვადასხვა სფეროებში არსებული პოტენციალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოამზადებს. ესენია: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებები.

ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შემდეგ მოხდება მხარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრა და დაიგეგმება სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებები.

Comments
Loading...