- Advertisement -

სარფის საბაჟოზე ქართული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანები შეფერხებით მოძრაობენ

გუშინდელი შეფერხების შემდეგ საზღვარს თავისუფლად კვეთენ დღეს ქვეითად მოსიარულეები, თუმცა შეფერხებები ამჯერაფ ქართული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანების გადასვლაზე ვრცელდება. თურქული მხარე აღნიშნულ შეზღუდვას ელექტრონული სისტემის შეფერხებით მუშაობას უკავშირებს.

გარდა შეზღუდვებისა ხალხმრავლობაა დილიდან სარფში. მოქალაქეების ნაწილი, რომელიც საზღვარს ყოველდღიურ რეჟიმში კვეთს და მცირე პარტიით თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები გადააქვს დღეს უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც თავად თავად განმარტავენ თურქულმა მხარემ გადასატანი პროდუქციის დასაშვები რაოდენობა ისე შეამცირა, ამის შესახებ წინასწარ არავინ გაუფრთხილებია და დღეს თითქმის ყველას სიგარეტი უკლებლივ თურქმა მებაჟეებმა ჩამოართვეს.

"ყოველ დღე ათი ლარისთვის გადავდივარ და გადამაქვს სიგარეტი, აქამდე ვიცოდი, რა რაოდენობის გადატანის უფლება მქონდა. დღეს ყველაფერი ჩამომართვეს. ქართული მხარისგან მოვითხოვთ, თურქეთში გადასვლამდე გამოაკრად ინფორმაცია ქართულად, რა წესებს შემოიღებენ თურქი მებაჟეები" -განუცხადა "აიპრესს" ერთერთმა მოქალაქემ.

Comments
Loading...