- Advertisement -

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ნაწილი მოქალაქეებს გადაკეტილი ჰქონდათ

პროტესტის ნიშნად ტუროპერატორებმა თურქეთიდან გამომავალი საავტომობილო ნაწილი გადაკეტეს და მხოლოდ ქართველ მძღოლებს ატარებდნენ. მათი უკმაყოფილება კი როგორც ამტკიცებენ თურქი სამართალდამცავების მათ მიმართ დამოკიდებულება გახდა. კერძოდ იმ მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილით თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ, უმიზეზოდ აჯარიმებენ და ხელს უშლიან საქმიანობაში. მძღოლები ასევე აცხადებდნენ, რომ თურქეთის მხარეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გახშირდა.

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, აჭარისა და ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსები მივიდნენ. მძღოლებსა და სამართალდამცავებს შორის მოლაპარაკება შედგა. აჭარისა და ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსების თქმით, ყველა შეტყობინებაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ცემის ფაქტს ეხება, მოკლვლევა დაიწყება.მათივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ, თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები საქმის კურსი არიან.

საპროტესტო აქციას, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მძღოლები დილიდან მართავდნენ.

Comments
Loading...