- Advertisement -

სარფის საბაჟო 11:00-დან 19:00 საათამდე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დაკეტილია

მოქალაქეები სარფის საბაჟოს გადაკვეთას დღეს 19:00 საათამდე ვერ შეძლებენ. შეზღუდვა თურქეთის მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნას უკავშირდება, სადაც მოხდება კომპიუტერული სისტემის გადატანა. ამის შესახებ განცხადებას ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულო ავრცელებს. შეზღუდულია საზღვრის ავტომობილით გადაკვეთაც.

“განცხადება სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ახალი მგზავრთა დერეფნის გახსნისა და კომპიუტერული სისტემების გადატანის გამო გატარების პროცედურების მოკლე ხნით შეჩერების შესახებ. სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ახალი ქვეითთა დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, ა/წ 31 იანვარს, ხუთშაბათს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილას, რის გამოც ზემოთ მითითებულ დღეს და დროს მგზავრთა და ა/მანქანების გატარება დროებით შეჩერდება. ახალი მგზავრთა დერეფნის გახსნა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას, სასიკეთო ყოფილიყოს ჩვენი მოქალაქეებისა და ქართველი მეგობრებისათვის. თურქეთის რესპუბლიკის
გენერალური საკონსულო ქ. ბათუმში”- ნათქვამია განცხადებაში

Comments
Loading...