- Advertisement -

სარფში, მოქალაქეები ეკლესიის გვერდით სამორინეს ფუნქციონირებას აპროტესტებენ

"არა კაზინოს – ეკლესიის, მეჩეთის, სინაგოგას და სხვა სალოცავი ადგილების ეზოსა თუ მიმდებარედ!" – ამ ლოზუნგით სარფის საბაჟოსთან მდებარე ეკლესიასთან საპროტეტსო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეთა ჯგუფი ეკლესიის გვერდით სამორინეს ფუნქციონირებას აპროტესტებს.

"დაუშვებელია ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი კაზინოების, მაგრამ არა აქ"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეები სამორინეს დახურვას და მის ნაცვლად ახალგაზრდული გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნა მოითხოვა.

თავდაპირველად სამორინეს გახსნა სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. ბოლოს აქცია ორი დღის წინ გაიმართა. დღევანდელი აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას მიმდევნო დღეებშიც გეგმავენ.

Comments
Loading...