სასამართლომ მარტვილის მერია 100 000 ლარით დააჯარიმა მარტვილის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 აგვისტო, 2018 145 აღნიშნული გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ ამ წუთებში მიიღო. ცნობისთვის, სახელისუფლებო რეფორმების შემდეგ, 2014 წელს მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ 21 სოფლის რწმუებული გაათავისუფლა. გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. განაცდურის კომპენსაციის სახით გადახდასა და სამსახურში აღდგენაზე. მაშინ, სასამართლო გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა განაცდურზე ჯარიმა 350 000 ლარი და 21-ვე რწმუნებულის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა. მარტვილის მერმა ოთხი თვის დაგვიანებით აღასრულა გადაწყვეტილება, თუმცა 1 კვირაში ისევ 21-ვე თანამშრონელი დაითხოვა. გათავისუფლებულებმა სასამართლოში ხელახალი სარჩელი შეიტანეს. დღევანდელი პროცესიც მათ სასარგებლოდ დასრულდა და რწმუნებულების სამსახურში აღდგენის ოთხი თვის დაგვიანებისთვის მარტვილის მერია 100 000 ლარით დააჯარიმა.