- Advertisement -

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გურჯაანის მერიის სამ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გურჯაანის მერიის სამ თანამშრომელს, რომელთაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამსახურებრივ გულგრილობას ედავება, უფლებამოსილება შეუჩერდა. ესენი არიან:
-არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შავკაციშვილი;

-ინფრასტრუქტურის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ამისულაშვილი;
-ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ივანე ქუმსიაშვილი;

„მიმდინარე წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში შემოვიდა განჩინება სამი თანამშრომლის მიმართ. ეს არ გულისხმობდა გათავისუფლებას, მათ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულება შეუჩერდათ სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.“- განაცხადეს გურჯაანის მერიაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობისთვის პასუხისგებაში მისცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი და კიდევ ექვსი პირი. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Comments
Loading...