- Advertisement -

სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

ზუგდიდისა და ანაკლიის შემდეგ წყალმომარაგების სექტორში ქალის როლის მნიშვნელობასა და წყლის დაზოგვის აუცილებლობაზე ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. მონაწილეებმა წყალმომარაგების დარგში გენდერული ასპექტების ინტეგრირების საკითხები და ამ მიმართულებით სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებიც განიხილეს. ასევე, მიიღეს ინფორმაცია ქუთაისში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

კამპანიის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება – რამდენად აუცილებელია სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მსოფლიოს მასშტაბით, 1,7 მილიარდი ადამიანი განიცდის სასმელი წყლის ნაკლებობას და მოსახლეობის ¼ -ს არ აქვს წვდომა ცენტრალიზებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასთან.

პროგრამა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, ურბანული სერვისების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

Comments
Loading...