- Advertisement -

სასტუმრო “ველმონდი” დღეს 6 საათზე დაიხურება

სასტუმროს შენობაში ამ წუთებში შევიდნენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები. ისინი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მივიდნენ.

უკვე დაწყებულია სტუმრების სხვა სასტუნროებში გადაბარგებარგების პროცესი. ტურისტები ამბობენ, რომ მათთვის მოულოდნელი და არაკომფორტულია ახალ სასტუმროში გადაბარგების საკითხი. ნაწილმა ამ დრომდე არ იცის რომელ სასტურმოში დააბინავებენ.

სასტუმროს დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც. თორნიკე რიჟვაძის განმარტებით ყველაზე მნიშვნელოვანია სტუმრების უსაფრთხოება. აღნიშნული პრობელიმის მოგვარების შემდეგომ კი შესაძლოა სსსტუმრომ კვლავ გააგრძელოს მუშაობა.

"უსაფრთხოების ნორმები არის უმთავრესი. შესაბამისად აჭარის მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ჩართული იყო ამ პროცესში. კონკრეტული შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთის მხრივ დასაქმეული პირები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ხელფას. რაც შეეხება ხარვეზებს და დარღვევეს რომელის უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა კომპანიას უახლოეს მომავალში გამოასწორებს და შემდეგ უკვე დავსხდებით და დავილაპარაკებთ თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ბიზნესოპერატორის საქმიანობა, " – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

Comments
Loading...