სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენელი ხანძრის გამოძიების ფარგლებში თანამშრომლების დაკითხვა მიმდინარეობს ბათუმი დამატების თარიღი 26 ნოემბერი, 2017 321 3 დღის წინ სასტუმროსში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. სახანძრო უსაფრთხოები ნორმის დარღვევისთვის სასტუმროს თანამშრომლების დაკითხვა დილიდან მიმდინარეობს. კომპანიის ადვოკატის კახა წერეთელის განმარტებით ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და პასუხისმგებლობას არ გაურბიან. მისივე განმარტებით კომპანია დაღუპული და გარდაცვლილი ადამიანების ხარჯების უზრუნველყოფასაც გეგმავს. სასტუმროსთან დილიდან დაღუპულთა ახლობლები მიდიან და გარდაცვლილების სულის მოსახსენიებლად სანთლებს ანთებენ.