- Advertisement -

საუკუნოვანი ხის თასი და მისის ისტორია მაღალმთიანი აჭარიდან

ხულოში სოფელ ჩოში ლაბაძეების ოჯახში უძველესი თიხის თასი ინახება, როგორც ადგილობრივები „აიპრესთან“ საუბრობენ თასი ერთი საუკუნისაა, როგორც სოფლის მკვიდრი მზია შავაძე ყვება ეს ერთი შეხედვით უბრალო ნივთი, ძალიან ღრმა ისტორიულ წარსულზე მეტყველებს.

მაშინ, როცა მთიელი კაცისათვის საყოფაცხოვრებო ჭურჭელი ხელმისაწვდომი არ იყო, მზია შავაძის წინაპარი ამ გზას მიმართავდა.მზია შავაძე იხსენებ ბაბუას მიერ მონაყოლ ამბავს და ამბობს, რომ ანთებული ბუხრის წინ მრგვალ, პატარა სუფრაზე მოათავსებდნენ ამ ხის თასს, რომელშიც ოჯახის ყველა წევრისათვის ერთად იყო საჭმელი განკუთვნილი და ხის კოვზებით შეექცეოდნენ.

აღნიშნული თასის ფოტოები „აიპრესს“ სოფლის მკვიდრმა მზია შავაძემ მიაწოდა.

 

Comments
Loading...