საფიჩხიის სასაფლაოზე მოკლულის დედა: ჩემი შვილი პოლიტიკურ ნიადაგზა მოკლეს ქუთაისი დამატების თარიღი 2 ოქტომბერი, 2018 140 ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მოკლული მამაკაცის დედის განცხადებით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო. ლამარა სოფრომაძის თქმით, მისი შვილი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო, მეზობლის გაღიზიანება კი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. დაწყებულმა კამათმა საფიჩხიის სასაფლაოზე გადაინაცვლა, რა დროსაც დედის თქმით, მის შვილს ეჭვმიტანილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და გაიქცა. მეზობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მარტო ცხოვრობდა. შსს-მ გამოძიება 108 მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დედამკვლელობაპოლიტიკასასაფლაოსაფიჩხიაქუთაისი