- Advertisement -

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა კომიტეტმა სხდომა გამართა

სხდომაზე ადვოკატ იოსებ ჯანაშიასა და ბაჩუკი ყურაშვილის განცხადებები განიხილეს.
როგორც ადვოკატები აცხადებენ მათ საადვოკატო საქმიანობაში უხეშად ერევა ზუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია, რომელიც დაკავებულების ნათესავებს აძლევს მითითებას, თუ სურთ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს დაკავებულთან, დაკავებულების ნათესავებმა პროკურორ სალიას მიერ შეთავაზებული ადვოკატი უნდა აიყვანონ.მათი მტკიცებით, სწორედ ამიტომ, დაკავებულის ნათესავებმა კონკრეტულ საქმეებზე ჯანაშიასა და ყურაშვილის მომსახურეობზე უარი თქვეს.

მათივე განცხადებით, პროკურატურას აქვს ადვოკატების ე.წ. შავი სია, რომელიც წინა ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკაა.

Comments
Loading...