- Advertisement -

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წლის დამსაქმებლის ნომინაციაში გაიმარჯვა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ევროკავშირის პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე წლის დამსაქმებლის ნომინაციაში დაჯილდოვდა.

პროექტი მიზნად ისახავდა ტრენინგების და დასაქმების გზით სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმანციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’ პროექტის ფარგლებში საქართველოს გაერთიანებული წყალმოარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის- ცენტრში ოთხმა შშმ პირმა სტაჟირება შემოსავლების განყოფილებაში გაიარა. 3- თვიანი სტაჟირების პერიოდში, ისინი გაეცნენ აღმრიცხველის პოზიციაზე დასაქმებულთა სამუშაო სპეციფიკას. პროგრამის მონაწილე ერთ-ერთი სტაჟიორი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის -ცენტრში დასაქმდა.

შემაჯამებელი ღონიძიება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხების გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დენიელსონმა გახსნა. დაჯილდოვებას სამთავრობო სტრუქტურების და ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგატები საქართველოში, დამსაქმებლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ.

Comments
Loading...