- Advertisement -

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

26 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. 

წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია სოფელ სალხინოში მდებარე 2000 მ3 რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით.

შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

Comments
Loading...