- Advertisement -

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

14 ნოემბრის 20:00 საათიდან 15 ნოემბრის 11:00 საათამდე, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის და სოფ. ბიის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. 

წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ნოჯიხევის სადაწნეო ავზის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით.

შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

Comments
Loading...