საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს სიახლეები დამატების თარიღი 21 ნოემბერი, 2017 248 22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქალაქ გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.