- Advertisement -

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

23 სექტემბრის 08:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ კასპის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია სამთავისის სათავე ნაგებობაზე სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით.

შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

Comments
Loading...