- Advertisement -

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ ჯამბურიამ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ფოლკლორული და საესტრადო ჯგუფები, პატრიოტულ თემებზე შექმნილი სიმღერებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. მოეწყო სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, მათ შორის ველორბოლაში, დოღში და ქართულ ჭიდაობაში. სამტრედიის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო მეწარმეთა ფესტივალი, ასევე მომავლის პარკში ფერწერული ტილოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.

Comments
Loading...