- Advertisement -

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 756 გვერდიანი კრებული გამოსცა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ძალისხმევითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 756 გვერდიანი კრებული “ქართული ხალხური ცეკვა” გამოიცა.

კრებული საკამაოდ, მოცულობითი სამეცნიერო პოპულარული გამოცემაა, რომელიც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცული, ამავე დროს დავით ჯავრიშვილის მიერ მოძიებული და დამუშავებულ სამეცნიერო სახის ნაშრომების მიხედვით, ბაია ასიეშვილის რედაქტორობით შეიქმნა. პროეტის ხელმძღვანელია სოფო ლობჟანიძე. მის შედგენაში ასევე დიდი ღვაწლი მიუძღვის უჩა დვალიშვილს.

კრებულს ასევე თანდართული აქვს ცეკვის ნახაზები, ილეთების გრაფიკული ნახატები პირობითი ნიშნებით, ასევე ცეკვების მუსიკალური თანხლების ნოტები და ფოტოსურათები. წიგნს დართული აქვს მდიდარი სალექსიკონო მასალა. კრებულის ეკლექტური აგებულებიდან და მასალის მოცულობიდან გამომდინარე გამოცემაზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“დავით ჯავრიშვილის „ქართული ხალხური ცეკვის”მეორე ტომზე მუშაობას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ამ ეტაპზე, გამოცემის მესამე ტომზე მუშაობა გრძელდება. საკმაოდ ძნელი, რთული და შრომატევადი პროცესია.

დაახლოებით, წელიწადნახევარი მაინც სჭირდება გამოცემის მომზადებას,” – განმარტავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

კრებულის “ქართული ხალხური ცეკვა” პრეზენტაცია ახლო მომავალში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზშია გაიმართება.

Comments
Loading...