- Advertisement -

საქართველოში პირველად, მაგისტრალური გაზსადენის საჰაერო გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა

მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე მაგისტრალური გაზსადენის საჰაერო გადასასვლელს მშენებლობა დასრულდა.

„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადიოდა, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული უკიდურესად რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა.
 
ახალი გადასასვლის ექსპლუატაციაში მიღებით ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და გაზმომარაგების სისტემა დაცული იქნება სტიქიური მოვლენებისაგან. მშენებლობის ღირებულება 1 421 574 ლარია (მილებისა და სხვა ძირითადი სამშენებლო მასალების ღირებულების გარეშე). საჰაერო გადასასვლელის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპს „ელიტაბურჯმა“-მა განახორციელა.
 
დღეს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, სტეფანწმინდაში „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე აშენებულ ახალ საჰაერო გადასასვლელს მოინახულებენ.
Comments
Loading...