- Advertisement -

საქართველოში პირველად, ხარაგაულში სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება

ხარაგაულის „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 14 ივლისს, ხარაგაულში, ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე პირველად გაიმართება სუმოს სამოყვარულო ტურნირი – „დევების ბაშო“.

ტურნირი ტოჩინოშინისა და გაგამარუს მხარდასაჭერად, სუმოს პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის ტარდება.
როგორც ხარაგაულის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატის მხარდასაჭერად თითქმის მსოფლიო გაერთიანდა და დევების ბაშოს მხარდამჭერი ვიდეოები ათეულობით ქვეყნიდან გავრცელდა. სუმოს ჩემპიონატს მხარს უჭერენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონი და გამარჯვებული სპორტსმენები. ტურნირის ჩატარებას ტოჩინოშინი და გაგამარუ გამოეხმაურნენ. 

იხ ვიდეო ჩანაწერები: 

https://www.facebook.com/270733886816827/videos/275572922999590/
https://www.facebook.com/270733886816827/videos/276454239578125/

დევების ბაშოს ტურნირს უკვე ჰყავს ათეულობით სპონსორი და მხარდამჭერი.

ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
 

Comments
Loading...