“საქნახშირის” გენერალური დირექტორი: რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობასაც ტყიბულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 ივლისი, 2018 192 ტრაგედიიდან მესამე დღეს, "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, მომხდარზე ის გრძნობს პასუხისმგებლობას და თუ საჭირო გახდება თანამდებობასაც დატოვებს. ჯაყელი გამოეხმაურა განცხადებას რომლის მიხედვითაც მეშახტეები სამუშაო ადგილებს უნდა დაუბრუნდნენ და განმარტავს რომ ნაწილობრივ გაუგებრო "ეს არის მოწერილობა გამოძიების მიერ, შემთხვევიდან დღემდე შახტში არ მიმდინარეობს სამუშაოები. თუმცა გაჩერებულ შახტსაც უნდა მოვლა, აქ საუბარია მაგალითად წყლის საქაჩ სამუშაოებზე ეს თუ არ ამოვიღეთ ტერიტორიები დაიტბორება. ბრძანება რომელი გავეცით ალბათ შეიცვლება, ცოტა გაუგებრობაში მოხდა. ვიდრე არ იქნება გამოძიება დასრულებული, მითხოვნა არის ნახშირმოპოვების შეჩერება. თუ საჭირო გახდება დავტოვებ თანამდებობას. რა თქმა უნდა ვგრძნობ პასუხისმგებლობასაც"-აცხადებს ჯაყელი.