“საქნახშირის” დირექტორის მოადგილემ,წარმოების დირექტორმა და მთავარმა ინჟინერმა თანამდებობა დატოვა ტყიბულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 23 ივლისი, 2018 263 რამდენიმე წუთის წინ თანამდებობა დატოვა "საქნახშირის" დირექტორის მოადგილემ გია ქარქაშაძემ, წარმოების დირექტორმა აკაკი ახვლედიანმა და მთავარმა ინჟინერმა გიზო კირკიტაძემ. თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება. მეშახტების მოთხოვნებში რჩება პრემიერთან შეხვედრა და პრემიერის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ჩაბარება რომ გამოძიების დასრულებამდე ხელფასებს აიღებენ.