- Advertisement -

“საქნახშირის” დირექტორი: ჩვენი ვარაუდით, იყო სამთო დარტყმა, რომლის წინასწარ დადგენა შეუძლებელია

"საქნახშირ ჯი-აი-ჯი"-ს დირექტორი ჯამბულ ჯაყელი ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით შახტაში სამთო დარტყმა მოხდა, რომლის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. 

"მალევე გამოვიყვანეთ მიცვალებულები და გადასვენებულები არიან ქუთაისის პროზექტურაში. სამსახურები ყველა ადგილზეა. სამთო მაშველი, საგანგებო სამსახური, ზედამხედველობის სამსახური. გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ. შედეგებს ალბათ დადებენ. ჩვენი ვარაუდით, იყო სამთო დარტყმა, რომლის წინასწარ დადგენა შეუძლებელია. 

გეგმიურ შემოწებას ატარებს ზედამხედველობის სამსახური. ბოლო შემოწმება იყო დეკემბრის თვეში. გასულია დაახლოებით სამი თვე. უსაფრთხოების ნორმები დაცულია თუ არა, რომ გააკეთებენ ახლა შემოწმებას, დასკვნა მერე იქნება.

ადვილად გამოვიყვანეთ ეს ხალხი. უბრალოდ მანდ იყო ჰაერის მაღალი წნევის დიდი ჭავლი, რომელმაც სავარაუდოდ, გვერდებზე მიახეთქა და გამოიწვია დაღუპვა. 6-ის 5 წუთისთვის ყველა მიგნებული გვყავდა. ერთ საათში ყველას მივაგენით, მოვაწესრიგეთ და დავიწყეთ გამოყვანა. საკმაოდ შორია ეს ადგილი.  ჰორიზონტიდან რომ გამოვიყვანეთ, 300-400 მეტრი ლიფტით ამოყვანა დაგვჭირდა. მერე უკვე ზედა წერტილიდან სამ კილომეტრ ნახევარი გამოყვანა ნელმავლებით. მოგეხსენებათ, იმას თავის მოწესრიგება და შეფუთვა უნდა, რომ გადასვენდეს. სადღაც 11 ის ნახევრისთვის მოხდა უკვე გადასვენება პროზექტურაში", – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა. 

Comments
Loading...