- Advertisement -

საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.


პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს გორისა-ჯალაურთას 6 კილომეტრიანი გზის მოასფალტებას. ასევე, მოეწყობა გაბიონები, ეზოში შესასვლელები, წყალამრიდი მილები და საგზაო ნიშნები. 

პროექტი 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და მოსახლეობას კომფორტულად შეუძლია გადაადგილება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

Comments
Loading...