საჩხერეში პოეტ გივი ჩიღვინაძის საიუბილეო საღამო გაიმართა ipressსაჩხერის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 მარტი, 2019 102 საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში პოეტისა და მწერლის, საჩხერის საპატიო მოქალაქის გივი ჩიღვინაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. სტუდია “თაობა+” – ის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ხათუნა აბრამიშვილი) მწერლის საბავშვო და ლირიული ლექსები წაიკითხეს და მკითხველს მისი ახალი წიგნები გააცნეს. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ თვითმმართველობის სახელით იუბილარს მისი ღვაწლისა და დამსახურების გამო აკაკი წერეთლის მედალიონი გადასცა და სამომავლო წარმატებები უსურვა. ღონისძიებას თვითმმართველობის წარმომადგენლები, მწერლის მეგობრები, პედაგოგები და ზოგადად, მისი მკითხველები ესწრებოდნენ. საჩხერე