- Advertisement -

საჩხერეში 2018 წელს სალოტბარო სკოლა გაიხსნება, სადაც მოსწავლეებს უფასოდ შეეძლებათ სწავლა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით, 2015 წელს ხობში პირველი სალოტბარო სკოლა გახსნა. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით უკვე 19 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც უკვე 700-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობას. რამდენიმე ახალი სკოლის გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება.

როგორც "აიპრესთან" ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე აცხადებს 2018 წელს სალოტბარო სკოლა სამტრედიაში, საჩხერეში, ცაგერში და ქობულეთში გაიხნსება. 

საჩხერეში სალოტბარო სკოლა ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრში გაიხსნება, სადაც მოსწავლეები სრულიას უფასოდ შეძლებენ დაეუფლონ ქართულ ხალხურ სიმღერასა და გალობას. 

როგორც გიორგი დონაძე აცხადებს, სკოლის გახსნა საჩხერის ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით მოხდება. 

ცნობისთვის, ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით 19 სალოტბარო სკოლა არსებობს. წალენჯიხა, ფოთი, ოზურგეთი, ამბროლაური, ონი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ბაღდათი, ყვარელი, თელავი, დუშეთი, კასპი, გორი, ბათუმი, შუახევი- ეს ის ადგილებია, სადაც სალოტბარო სკოლები უკვე ფუნქციონირებს. 

Comments
Loading...