- Advertisement -

საჩხერეში, XVIII საუკუნის ციხე “მოდინახე”-ს რეაბილიტაცია დაიწყო

საჩხერეში მდებარე, XVIII საუკუნის ციხის "მოდინახე"-ს რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მისასვლელი გზის გაწმენდა დასრულებულია. მიმდინარეობს რეაბილიტაციის წინა სამუშაოები.

ციხე "მოდინახე"-ს აღდგენას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

ციხე "მოდინახე" აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ. გადმოცემის თანახმად, სასიმამროს პაპუნასთვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია "მოდი ნახეო".

Comments
Loading...