- Advertisement -

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლები ჭალოვანის, ხვანის, ლიჩის, ღოდორასა და ვაკისას მოსახლეობას შეხვდნენ

სოფლის პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სოფლების : ჭალოვანი, ხვანი, ლიჩი, ღოდორა, ვაკისა-მოსახლეობას შეხვდნენ. ბენიამენ ფალავანდიშვილი და ლევან ივანაშვილი მოქალაქეებს განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრნენ. მოსახლეობამ კენჭისყრის პრინციპით აირჩია სასურველი პროექტები.
ჭალოვანში ლაშიათხევის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და მოსახლეობის თავშეყრისათვის განკუთვნილი შენობის კეთილმოწყობა გადაწყდა- გამოყოფილია 15 000 ლარი;

ხვანში მოსახლეობამ შავაძეების უბნიდან გადაღმა ხვანის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აირჩია -გამოყოფილია 10 000 ლარი;

სოფელ ლიჩში მოქალაქეებმა ხმა წმანის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის (საქორიას სასაფლაო) შემოღობვა და ბუკვეთში წმ. გიორგის სალოცავზე მცირე კონსტრუქციის მშენებლობა-გამოყოფილია 10 000 ლარი;
ვაკისაში მოსახლეობამ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გადაწყვიტა-გამოყოფილია 10 000 ლარი;
სოფელი ღოდორის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ხარაიშვილების, წინურის, ტეფნაძეების უბნებში გზების კეთილმოწყობა.

საკონსულტაციო შეხვედრები სოფლებში 22 თებერვალს სრულდება.

Comments
Loading...