საჩხერის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის დაფინანსება 18-მა პროექტმა მიიღო ipressსაჩხერის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 27 თებერვალი, 2019 144 საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამ დროისთვის დაფინანსება მიიღო შემდეგმა პროექტმა: 1. არგვეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 2. „ჯრუჭის“ მონასტრის რეაბილიტაცია – მიმდინარეობს 3. სოფელ არგვეთის კულტურის სახლის მშენებლობა – გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული 4. ქ. საჩხერეში კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა – მიმდინარეობს სამუშაოები 5. სოფელ საირხეში (მესხების უბნიდან სოფელ მერჯევის დეკანოიძეების უბნამდე) საავტომობილო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა – გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული 6. ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: ქორეთის, კალვათის და პასიეთის საავტომობილო გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა -გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული 7. სოფელ ნიგვზარაში ხარაიშვილების უბანში საავტომობილო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა – ტენდერი გამოცხადდა 8. სოფელ კორბოულში ძლევის წმ. გიორგის ეკლესიიდან გორაძირის მიმართულებით საავტომობილო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა-ტენდერი გამოცხადდა 9. ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლების სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები – ტენდერი გამოცხადებულია 10. სოფლების ჯალაურთა-ბეგიაურის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია – ტენდერი გამოცხადებულია 11. სოფლების გორისა-გამოღმა არგვეთი-სავანე-არგვეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაიცია – გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული 12. სოფელ მოხვაში მისასვლელი გზის მშენებლობა – ტენდერი გამოცხადებულია 13. გაღმა მთაში გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები – მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 14. სოფელ ჭალის შემოვლითი გზის მოწყობა – ტენდერი გამოცხადებულია 15. სოფელ დუნთის საავტომობილო გზის რკინა ბეტონის საფარის მოწყობა -ტენდერი გამოცხადდა 16. კორბოულის ამინისტრაციულ ერთეულში შემავალი ჩონთოს დასახლების მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა – გამოცხადებულია ტენდერი 17. სოფლების სხვიტორისა და ჩიხის დამაკავშირებელ გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა – გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული 18. სოფელ ლიჩიდან სოფელ ღოდორის მოსაცდელამდე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა – ტენდერი გამოცხადდა ზემოჩამოთვლილი პროექტების დაფინანსების წყარო რეგიონული განვითარების პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტია. აქედან ადგილობრივ ბიუჯეტზე 5%, ხოლო რგპფ-ზე 95% მოდის. პროექტებისაჩხერე