საჩხერის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “საწერეთლომ” ლას-ვეგასში გასამგზავრებლად 2 000 დოლარიანი გრანტი მოიგო საჩხერის მუნიციპალიტეტიტოპ სიახლე დამატების თარიღი 13 დეკემბერი, 2018 81 მიმდინარე წლის ნოემბერში ქ. ქუთაისში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – “მოგზაურობა დროში” – გაიმართა. ფესტივალის მიზანი გამარჯვებული ფოლკლორული ანსამბლების უცხოეთში საზოგადოებისთვის გაცნობაა და მას ლას-ვეგასის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები ბიქტორ და ევგენია სტრიმოვები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში 35 ფოლკლორულ ანსამბლთან ერთად საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფოლკლორული ანსამბლი “საწერეთლო”-ც მონაწილეობდა. (ქორეოგრაფები: იური კიპაროიძე და როინ ასანიძე). ანსამბლი მაყურებლის წინაშე ორი ცეკვით – ქალ-ვაჟთა მთიულურით და აფხაზურით წარსდგა. “საწერეთლო”-მ ჟიურის მიერ დაწესებული წილობრივი ვაუჩერი 2 000 დოლარის ოდენობით და ქ. ლას-ვეგასში მიწვევა მიიღო. ანსამბლი “საწერეთლო” ამერიკის შეერთებულ შტატებში 2019 წლის 5 თებერვალს გაემგზავრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ლას-ვეგასისაჩხერესაწერეთლო