- Advertisement -

სახალხო დღესასწაული “კასპობა 2018” – ფოტოები

21 ოქტომბერს კასპში სახალხო დღესასწაული ,,კასპობა 2018” გაიმართა. სადღესასწაულოდ ქალაქის ცენტრალურ მოედანსა მიმდებარე ქუჩაზე მოეწყო ადმინისტრაციული ერთეულების ტრადიციული კუთხეები, ფოტო, ნახატების, თექა, თოჯინების და სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. გაიმართა შეჯიბრი ჭიდაობაში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში.
ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი მუშაობდა.

არღანი, ფაეტონი, მედუდუკეთა, ფოლკლორული და ცეკვის ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები საკუთარ შემოქმედებას სთავაზობდნენ მაყურებელს. გალა კონცერტზე კი მონაწილეობენ: ჯ გ უ ფ ი ¼ და ლინდა ადამია, გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, ნიჭიერის ფინალისტი – ჯგუფი ,,SEU A R T PROJECT”, ნიჭიერის ნახევარფინალისტი – ჯგუფი “წეროები”. კონცერტის მსვლელობისას გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი – დაჯილდოვდნენ კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებული ოქროს, ვერცხლის მედალოსნები და 100% გრანტის მფლობელი სტუდენტები. ღონისძიება დასრულდა გრანდიოზული ფოიერვერკით.

სახალხო დღესასწაული მაყურებელს მილოცეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ირაკლი მეზურნიშვილმა (კასპის მაჟორიტარი) და ანრი ოხანაშვილმა. დღესასწაულს ესწრებოდა შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძე.

Comments
Loading...