- Advertisement -

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კახეთში შეხვედრა გამართა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კახეთში, სასტუმრო სავანეთში შეკრებილ საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივ შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სააგენტოს მიერ მიღწეულ შედეგებზე, დაგეგმილ სიახლეებსა და ახალ საკანონმდებლო ნორმებზე. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

Comments
Loading...