- Advertisement -

სახლმუზეუმის დირექტორი: ერეკლე მეფის სასახლის მრავალწლიანი გამხმარი ხეები გალავანს საფრთხეს უქმნის

თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მდგარი მრავალწლინი გამხმარი ხეები ისტორიულ სასახლეს და გალავანს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ "აიპრესს" სახლმუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა. 

"ნებისმიერი ქარის დროს შესაძლებელია განმეორდეს", – აღნიშნა ურჩუხიშვილმა. 

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია ადგილობრივი ხელისუფლება.

"თელავის მერიას და სატყეო დეპარტამენტს უკვე მივწერეთ წერილი, სადაც აღნიშნული საკითხის შესწავლას და პრობლემის გადაწყვეტას ვითხოვთ, იმედი გვაქვს, გაითვალისწინებენ მოსალოდნელ საფრთხეებს და ხმელი ხეების და ნაძვების მოჭრის სამუშაოებს დროულად განახორციელებენ. ეს ხეები არ წარმოადგენს წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ხის სახეობას, მგონი ციმბირული შავი ნაძვის სახელითაა ცნობილი და 70-იან წლებშია დარგული. მას მოკლე ფესვთა სისტემა აქვს და ქარი ადვილად აქცევს“- განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.

Comments
Loading...