- Advertisement -

საჯარო დებატი მუხრან მაჭავარიანის სახლმუზეუმში

25 თებერვალს 14:00 საათზე, ,,მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში“ (მ. არგვეთი) გაიმართა საჯარო დებატი, რომელშიც ჩაერთვნენ მოსწავლეები საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან.

ღონისძიება განხორციელდა „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ Visegrad Fund-ის პროექტის “დებატები მუზეუმებში” მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტ ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. პროექტში ჩართულია 10 მუზეუმი მთელი საქართველოდან, მათ შორის ,,მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი“, რომლებმაც გაიარეს რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსი და მოხვდნენ საერთაშორისო პროექტში ,,დებატები მუზეუმებში“, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუზეუმებში განათლების წახალისებას, რაც განხორციელდება მუზეუმების სივრცეებში იმ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის ჩატარებით, რომლებიც დაკავშირებულია ფორმალურ დებატებთან.

Comments
Loading...