- Advertisement -

საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატებამ ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია

ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატებამ გამოიწვია. ოპოზიციამ სოციალურ პაკეტში დარჩენილი თანხა და მრავალშვილიან ოჯახებზე დაწესებული რეგულაციები გააპროტესტა. მათი განცხადებით, არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, აღნიშნული ქმედება სამარცხვინო ფაქტია.

“ხალხი შიმშილით იხოცება და ესენი კიდე ხელფასებს იმატებენ წლის ბოლოს.ფოთი საერთოდ განადგურებულია, არაფერი არ კეთდება ამ ქალაქში. არჩევნები მოიგეს კრიმინალებით, 5 კგ.ხახვით ,კარტოფილით , ფულის გაცემით,დაშანტაჟებითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. ხელფასებს და პრემიებს უმატებენ საჯარო მოხელეებს,დაუფასეს არჩევნებში გაწეული შრომა. ეს არ არის გასაპროტესტებელი? სოციალური პაკეტიდან მორჩათ თანხა და ამ თანხას სხვა მუხლზე, რომ გადაიტან, სამარცხვნოა. მრავალშვილიან ოჯახებს დაუწესეს რეგულაციები. ეს არის პაკეტი, რომელიც ექვემდებარება დემოგრაფიულ გაზრდას ქალაქში, რომ ინტერსი გაუჩნდეს ადამიანს, რათა მეტი შვილი გაუჩინოს ამ ქვეყანას, ამასაც კი უსპობენ,“- აღნიშნა „ნაციონალების“ წარმომადგენელმა საკრებულოში, დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას განმარტებით, ყველა მათი ქმედება კანონით არის განსაზღვრული.

“ეს არჩევნების წინ, რომ გაგვეკეთებინა , იტყოდნენ წახალისების მიზნით უმატებენ ხელფასებსო .ახლა გავაკეთეთ და მიაჩნიათ, თითქოს არჩევნების გამო გავცემთ. ეს არის კანონით განსაზღვრული ქმედება, რაც დავუდასტურეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას.რაც შეეხება სოციალურ პაკეტში დარჩენილ თანხას , გამოყენებული იქნება სხვა ხარჯებისთვის,“- განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

Comments
Loading...