- Advertisement -

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 13 თანამშრომელი გათავისუფლდა

სენაკის მერის ლევან კუპრეიშვილის განცხადებით, თანამშრომლების გაშვება ოპტიმიზაციის მიზეზით მოხდა.

მისივე თქმით, ყველა თანამშრომელმა გასაუბრება გაიარა.

"რეალურად ისეთი თანამშრომლები დატოვებენ სამსახურს, რომელთაც დატვირთვა არ ჰქონდათ. მთავარი მიზანი ოპტიმიზაციის არის ხარჯების შემცირება, ამიტომაც გაერთიანდა მაგალითად, კულტურის და სპორტის სამსახური და ორი ხელმძღვანელის ნაცვლად ერთი გვეყოლება,"- განაცხადა კუპრეიშვილმა.

Comments
Loading...