სენაკის მუნიციპალიტეტი N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია რეგიონებისენაკის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 მარტი, 2021 12 დღეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით გამართულ მესამე ეროვნულ კონფერენციაზე, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა, მათ შორის, დასავლეთ საქართველოდან – სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები. სენაკის მუნიციპალიტეტს გამარჯვება 2020 წელს, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში განხორციელებულმა პროექტმა – ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით” მოუტანა. პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) – ფაზა 2-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენცია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინაშვილი უძღვებოდნენ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, ერთდროულად ორ ლოკაციაზე, სასტუმროებში – „ბილტმორ თბილისი“ და „ჰილტონი ბათუმი“ მიმდინარეობდა. ბათუმში მიმდინარე კონფერენციას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პროექტის ავტორი – ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი მარინე კვარჭაია, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ესწრებოდნენ. დაჯილდოების ცერემონიალზე სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ – სოზარ სუბარმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა მიმართეს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ორგანიზებულ საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციას, ზუმ–პლატფორმის საშუალებით შეუერთდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კატალინ ჰერმანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში – ლუიზა ვინტონი და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი – დანიელ მევლი. ორივე ლოკაციის დაჯილდოების ცერემონიალზე, N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებულ სენაკის, ბოლნისის, წყალტუბოს, რუსთავის, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, მარნეულისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური პრიზები და სიგელები ათეა–ს და პროექტის – N4ED დირექტორმა – დავით მელუამ და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის წამყვანმა ექსპერტმა – ნინო ზურაბიშვილმა გადასცეს. სენაკი