- Advertisement -

სენაკის მუნიციპალიტეტს თანამედროვე ტიპის გრეიდერი გადაეცა

დღეს, ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, საქართველოს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს თანამედროვე ტიპის გრეიდერი გადაეცა.

პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აშშ-ს საელჩოს ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერს, მაიორ დანიელ სეკულას, პროექტის მენეჯერს – თამარ რურუას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის წარმომადგენლებს – მასტერ სერჟანტ ლევან ჟვანიას, უფროს სერჟანტ რამაზ ფონიავას და უმცროს სერჟანტ გიორგი ალანიას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი პროექტის მნიშვნელობას და მასშტაბურობას შეეხო. აღნიშნული ტექნიკა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგრძნობლად გააუმჯობესებს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოწყობის, საჭიროების შემთხვევაში, გაწმენდის სამუშაოებს; ასევე მნიშვნელოვანია, საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნისა და მათზე დროული რეაგირების განხორციელების თვალსაზრისით.

აშშ-ს საელჩოს ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერმა, მაიორმა დანიელ სეკულამ, სენაკის მუნიციპალიტეტთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

Comments
Loading...