სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს რეგიონებისენაკის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 აპრილი, 2021 16 სენაკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება მასშტაბურ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქალაქად და სოფლად, შემდეგ ლოკაციებზე: ნაფეტვარიძის ქუჩაზე, ღირებულებით – 61 266 ლარი; ჭავჭავაძის ქუჩაზე – სამხატვრო გალერეადან ხორავას ქუჩამდე და ხორავას ქუჩის რეაბილიტაცია – პროექტის ღირებულება 446 053 ლარს შეადგენს; ბელიაშვილის ქუჩა – პროექტის ღირებულებაა 40 334 ლარი; კანკიას ქუჩის პირველი შესახვევი, ღირებულებით – 73 518 ლარი; ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობა და საბავშვო ბაღამდე გზის ასფალტირება, ღირებულებით – 159 134 ლარი; ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო სორტის უბნის ქვედა მხარის გზის რეაბილიტაციას; პროექტის ღირებულება 271 545 ლარს შეადგენს; მათ შორის – 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა – 20 000 ლარი, 2022 წლის – 71 545 ლარი; თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინიგზის გასწვრივ საავტომობილო გზის ასფალტირება, პროექტის ღირებულებაა 184 680 ლარი; მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 524 454 ლარი; თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიასკენ მიმავალი გზის ასფალტირება, პროექტის ღირებულება 383 413 ლარს შეადგენს; მათ შორის – 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა – 356 642 ლარი, 2022 წლის – 26 771 ლარი; სოფელ მეორე ნოსირის საბარკალაიოს უბნის გზის ასფალტირება, ღირებულებით -315 668 ლარი; მათ შორის – 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა – 268 703 ლარი, 2022 წლის – 46 965 ლარი; სამუშაოებს სს ,, არქეოპოლისი” აწარმოებს. ასევე აქტიურად ხორციელდება მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. სენაკი