სენაკის მუსიკალური ფესტივალი მასტერკლასით გაგრძელდა რეგიონებისენაკის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 მაისი, 2022 11 ,,სენაკი არტ-ფესტი 2022’’-ის მესამე დღე, ცნობილი მსახიობების – თათული ედიშერაშვილისა და თამარ ნიკოლაძის მასტერკლასს დაეთმო. შეხვედრა საყვარელ მსახიობებთან, სასცენო ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნიუანსებს მოიცავდა. მათ ასევე საკუთარ შემოქმედებასა და პედაგოგიურ გამოცდილებაზე ისაუბრეს. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება პიანისტების – ვალერიან შიუკაშვილის, მიხეილ ოთარაშვილისა და ირაკლი ფხალაძის საღამოები, საბავშვო მუსიკალური კონკურსის ,,რანინას“ 2022 წლის ფინალისტების კონცერტი, მასტერკლასებს ჩაატარებენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ნათია ქავთარაძე და ვირტუოზი გიტარისტი, ტარიელ სუარი. სენაკის მუსიკალური ფესტივალი 25 მაისს, გალა კონცერტით დასრულდება.