- Advertisement -

სენაკში გენო ადამიას ბიუსტი დღეს გვირგვინებით შეამკეს

8 მარტი – 85 წელი გავიდა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, სენაკის ღირსეული შვილის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადებიდან. 

 

 

გმირის ბიუსტი დღეს გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა

გენო ადამიამ, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან, მოხალისეები შემოიკრიბა. ის თანამებრძოლებთან ერთად ბოლომდე იბრძოდა, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე და მცირე ძალებით ცდილობდა ბრძოლას

1993 წლის 28 სექტემბერს, გენო ადამია კოდორის ხიდთან მაშინ მოკლეს, როცა სოხუმში შესვლას ცდილობდა. ოთხი თვის შემდეგ, მისი ნეშტი, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს.

გასულ წელს გენო ადამიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ასევე, გმირის სახელობის გახდა სენაკის პირველი საჯარო სკოლა.

 

Comments
Loading...