- Advertisement -

სენაკში დასაქმებისა და არაფორმალური განათლების თემაზე ფორუმი ჩატარდა

სენაკში "გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს" ორგანიზებით, დასაქმებისა და არაფორმალური განათლების თემაზე ფორუმი ჩატარდა. 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურა მირზიკაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის პროგრამა „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ ფოკუსირებულია ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდაზე. 

მისივე თქმით, პროგრამა მოიცავს ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებასა და მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ფორუმში რეგიონის ახალგაზრდები, ადგილობრივი სამთავრობო და ახალგაზრდულ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

Comments
Loading...