- Advertisement -

სერგეენკო: “გამჭვირვალობას” ნულები შეეშალა, შარშან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პიარისთვის 317 ლარი დაიხარჯა

შეხვედრაზე მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმონარგენლებს სხვადასხვა პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ამასთან, საუბარი ასევე შეეხო ქრონიკური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას, მოალაქის პორტალს, ვაქცინაციას, წითელას ეპიდზედამხედველობის შეკავების და მოცვის გაუმჯობესებას, ცე ჰეპატიტის სკრინინგის და მკურნალობის გაფართოებას და სხვა აქტუალურ საკითხებს.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ჯანდაცვიე აეგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სეგეენკომ კომენტარი ასევე გააკეთა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დასკვნაში არსებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტრომ პიარისთვის 2013-2017 წლებში სამიმილიონ რვაასი ათასი ლარი დახარჯა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობას ნულები შეეშალა, მაგალითად შარშან 317 ლარი დაიხარჯა საკუთრივ პიარაქტივობისთვის, რაც ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხებოდა. რაც შეეხება ამ მიმართულებას, არიან თანამშრომლები რომლებიც ამაზე მუშაობენ და ხელფასები ეძლევათ."-განაცხადა სერგეენკომ.

Comments
Loading...