- Advertisement -

სეს: აღმოსავლეთ საქართველოში სპეციალურმა ხაფანგებმა ფაროსანას არსებობა არ დაადასტურა

"აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებულმა სპეციალურმა ხაფანგებმა ადგილზე აზიური ფაროსანას არსებობა არ დაადასტურა“, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიას აცხადებს. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველო რისკის ზონას არ წამოადგენს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ლიპარტია აღნიშნავს, რომ აქ მავნებელი ხაფანგების საშუალებით უკვე დააფიქსირეს, თუმცა არამასშტაბურად, რადგან ტემპერატურა ისევ ცვალებადია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც აზიური ფაროსანას გააქტიურება შეინიშნება, შესაბამისი ღონისძიებები მომდევნო კვირიდან დაიწყება

Comments
Loading...