“სვანეთი ჩვენია და არა ინვესტორის”-35 ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მესტიაში აქცია მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე დამატების თარიღი 3 დეკემბერი, 2017 719 მესტიაში 35 ჰესის მშენებლობის და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოების შეჩერების მოთოვნით უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწლეეები და ორგანიზატორები „მესტიაჭალა 1" და „მესტიაჭალა 2" ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ისინი პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სვანეთში დაგეგმილი 35 ჰესების შეჩერების მოთხოვნით მიმართავენ. ცნობისთვის, „მესტიაჭალა 1" და „მესტიაჭალა 2" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საფუძველი 2017 წლის 6 ივნიის ჩაეყარა, დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ენერგოსისტემას 175 მილიონი კვტ/სთ შეემატება.